განცხადებები:
სათაური: აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისათვის
ცენტრი: სკოლა ''ლამპარი''
გამოქვეყნდა: 2019-05-06 ბოლო ვადა: 2019-07-06

` სკოლა ''ლამპარი'' დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგიური კადრებით. სკოლას ყავს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე ერთი პედაგოგი, ასევე 10 სერთიფიცირებული მასწავლებელი, ორი მწვრთნელი (ტრენერი), ერთი მენტორი მასწავლებელი და 2 წიგნის ავტორი.


სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებით კლასებში დამატებით ისწავლება ეკონომიკა და ზეპირსიტყვიერება.


ისწავლება უცხო ენები:>სკოლას აქვს ორი სპორტული დარბაზი: სადაც ტარდება სპორტული მეცადინეობები ( ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი) რომელსაც კურირებს პროფესიონალი მწვრთნელი.


მოსწავლეებს ემსახურება ექიმი. სასკოლო ვებ-გვერდის საშუალებით, მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი იქონიოს სკოლასთან.


სკოლის მისია 
* ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რათა მოსწავლეებს შეუქმნას საფუძველი მომდევნო საერთაშორისო სტანდარის მქონე პროფესიული განათლების მისაღებად;
* განავითაროს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და მსჯელობის უნარი, იზრუნოს მათ წიგნიერებაზე, დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარების განვითარებაზე, აკონტროლოს მიღწევების დონე და შეეცადოს დაუახლოვოს იგი საერთაშორისო სტანდარტს;
* გააანალიზოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის კვალდაკვალ სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით, განაახლოს სასაწავლო სტრატეგიები. მუდმივად იზრუნოს გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის;
* უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული კადრების შერჩევა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობა;
* დაეხმაროს მოსწავლეებს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, მსჯელობის უნარის და კრიტიკული აზროვების განვითარებაში. ჩართოს ისინი სხავდასხვა სახის პროექტებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში;


სკოლაში მოქმედი წრეები:
* ქართული ხალხური ცეკვა
* ქართული ხალხური სიმღერა
* ფორტეპიანო


სპორტი:
* ჭადრაკი
* მაგიდის ჩოგბურთი


საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N26. 
ტელეფონი: 2 66 13 83 
ვებგვერდი: www.lampari2011.edu.ge" target="_blank">www.lampari2011.edu.ge; www.lampari2011.ge" target="_blank">www.lampari2011.ge
ელ-ფოსტა: lampari99@gmail.com" target="_blank">lampari99@gmail.com