განცხადებები:
სათაური: მიიღებიან 3-დან 5 წლამდე ასაკის მოსწავლეები
ცენტრი: ''თბილისის მწვანე სკოლის'' წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრი''
გამოქვეყნდა: 2019-01-18 ბოლო ვადა: 2019-03-18

s020.radikal.ru/i711/1510/40/120394db788a.jpg" alt="" width="150" height="163" />


თქვენს პატარებს ჩვენთან დახვდებათ იდეალური გარემო და პირობები, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, სოციალურ და შემეცნებით განვითარებაზე.


საქართველოში მხოლოდ "თბილისის მწვანე სკოლის" წინასასკოლო მოსამზადებელ ცენტრში დანერგილია უახლესი, მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული  კომპიუტერული სასწავლო პროგრამა – EDUPLAY™.  ის აღჭურვილია პედაგოგიური აქსესუარებით – მოდელის ქვესადგამებით, სამგანზომილებიანი ობიექტებით (კუბიკები, ფორმები და თავსატეხები), ამოცანა ბარათებით, სამუშაო ფურცლებითა და დასურათებული კლავიატურით.


ასეთი მულტიმედიური გარემო და სხვადასხვა სახის აქტივობები ავითარებს:



  • შემეცნებით უნარებს

  • კრეატიულობას/შემოქმედებითობას

  • ვიზუალურ და სმენით მახსოვრობას

  • თვითშეფასებას

  • სწავლის გამოცდილებას

  • პრობლემის გადაჭრის უნარებს

  • მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას

  • ცნობისმოყვარეობას და სხვა.


"თბილისის მწვანე სკოლის" წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრის საფასური 3500 ლარია


ამ ფასად გთავაზობთ:



  • გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდს

  • სამჯერად კვებას (დიეტოლოგის მიერ განსაზღვრული რაციონით)

  • თანამედროვე ინფრასტრუქტურას

  • თანამედროვე, საკანცელარიო/შემეცნებით ნივთებს

  • კეთილმოწყობილ და უსაფრთხო სათამაშო მოედანს

  • ცენტრის საკუთარ ბაღჩას (რომელსაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილების ფარგლებში მოუვლიან)

  • 24 საათიან დაცვასა და ვიდეოკონტროლს


"თბილისის მწვანე სკოლის" წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრი მუშაობს 9:00 -დან 18:00 საათამდე.


თითოეული გაკვეთილი/განმავითარებელი თამაში საშუალოდ 20-30 წუთს გრძელდება.


"თბილისის მწვანე სკოლის" წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრის კვალიფიციური პედაგოგების, აღმზრდელებისა და მათი ასისტენტების გუნდი გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამას:



  • პრე-კითხვა და კითხვა

  • პრე-წერა

  • სახალისო არითმეტიკა

  • ინგლისური ენა

  • მეცნიერება: თვისებების გარკვევა, ცოცხალი საგნები და გარემო, ბუნების ძალების შეცნობა, აღმოჩენებისა და კვლევების ინსტრუმენტები, მეცნიერებისთვის საჭირო უნარები (მთელი კვირის მანძილზე თემატური გადანაწილება)

  • ხელოვნება: რიტმული და ევრითმიული, ვიზუალური, დრამატული

  • კითხვის საათი

  • მე და გარემო

  • თემატური დილა და  საღამო

  • მოტორიკა და ფიტნესი

  • განმავითარებელი თამაშები და თავისუფალი დასვენება


დამატებითი ინფორმაციისათვის და ცენტრის მოსანახულებლად დაგვიკავშირდით:


მისამართი: დიღმის მასივი, VI კვარტალი


ტელეფონი: 252 00 08; 252 29 44


მობილური: 599 25 78 13 ნინო ავსაჯანიშვილი


ელ-ფოსტა:mce_host/cms/%20info@greenschool.ge" class="raplace_link" >//mce_host/cms/%20info@greenschool.ge" target="_blank"> info@greenschool.ge


Facebook: Tbilisi Green School