განცხადებები:
სათაური: მიიღებიან ბავშვები 2-დან 6 წლამდე
ცენტრი: საბავშვო ბაგა-ბაღი ''ჭიამაია''
გამოქვეყნდა: 2019-10-11 ბოლო ვადა: 2019-12-11

s58.radikal.ru/i162/1510/f2/b1b573841738.jpg" alt="" width="150" height="80" />


საბავშვო ბაგა-ბაღი "ჭიამაია" აგრძელებს ბავშვების მიღებას ახალი  სასწავლო წლისათვის. ბაღი იმუშავებს ზაფხულის თვეებშიც.


ბაღში აღსაზრდელებს დახვდებათ კომფორტული გარემო ნათელი, მზიანი ოთახებით, მრავალფეროვანი სათამაშოებით, მათ შორის,  მეთოდური, ბავშვის სწავლა- განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოებით, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი.


ფუნქციონირებს 4 ასაკობრივი ჯგუფი: 2-3წლ, 3-4წლ, 4-5წლ და 5-6წლ-ის ჯგუფები. ბავშვთა რაოდენობა ბაგაში 10 ბავშვია, დანარჩენ ჯგუფებში კი - 15.


სამუშაო საათები: 9-დან 18.30 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა. მსურველების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივებული ჯგუფის ჩამოყალიბება.


კვება სამჯერადია, მიღებული სტანდარტებით, მაღალხარისხიანი და დაბალანსებული საკვებით, შესაბამისი კალორაჟის გათვალისწინებით.


უზრუნველყოფილია ექიმის მეთვალყურეობა, ზედმიწევნითაა გათვალისწინებული სან-ჰიგიენური ნორმები.


სააღმზრდელო პროცესში ხორციელდაბა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბავშვთან  მათი ხასიათის, უნარ-ჩვევებისა და ფსიქო-ემოციური განვითარების გათვალისწინებით.


სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე, უახლესი პროგრამებით, თამაში-მეცადინეობებით, უამრავი თვალსაჩინოებისა და მეთოდური მასალის გამოყენებით.


გამოსაშვები ჯგუფი ემზადება "სასკოლო მზაობის პროგრამით".


ჩვენი პროგრამა ზოგადად ითვალისწინებს:



  • ლიტერატურა-მხიარული ანბანი, ზღაპრული სამყარო, მოთხრობები, იგავ-არაკები, მეტყველების განვითარება, ლოგოპედიური ვარჯიშები და სხვა;

  • სახალისო მათემატიკა;

  • ბუნება და გარესამყარო;

  • ხელოვნება-ხატვა ფანქრებით, საღებავებით, ძერწვა პლასტელინითა და ნატურალური თიხით, აპლიკაციები, გამოყენებითი ხელოვნება;

  • ინგლისური ენა თამაშ-მეცადინეობებით, მუსიკალური გაკვეთილებით;

  • მუსიკა-სიმღერა, რიტმიკა;

  • ცეკვა;

  • დრამ.წრე- საბავშვო სპექტაკლების დადგმა;

  • თოჯინების თეატრი;

  • სადღესასწაულო ზეიმების მოწყობა, დაბადების დღეების ორგანიზება და სხვა.


საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: მესამე მასივი, აეროდრომის დასახლება, მეათე ქუჩა სახლიN6 (მეტრო ვარკეთილთან). 
ტელეფონო: 2 76 59 02; 
მობილური: 5 77 43 00 20; 5 97 02 22 11 
ვებ-გვერდი: www.maia.com.ge/">www.maia.com.ge
Facebook: საბავშვო ბაღი "ჭიამაია"