ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
ძიძების სააგენტო:
NANNY მომსახურების სააგენტო

ოჯახში მომსახურე პერსონალის ფართო და საუკეთესო არჩევანი. ჩვენთნ მხოლოდ გამოცდილი, კვალიფიციური და სანდო პერსონალია.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს: მეტ ნდობას და მომსახურების მაღალ ხარისხს


ჩვენ შესახებ:

სააგენტო „Nanny” გერმანული კომპანიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ევროპელი კოლეგების ფინანსურმა და ინტელექტუალურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში. მათ არ დაიშურეს ძალა და ენერგია, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.

ერთ თვიანი ვიზიტით , მოგვეცა საშუალება გერმანიის ფარგლებში გავცნობოდით ძიძების სააგენტოებს .უშუალოდ გვენახა ძიძა სამუშაო პროცესში. მოგეხსენებათ, გერმანია ძიძების დასაქმების სფეროში მსოფლოს ლიდერი ქვეყანაა. აქ ხალისით მიემგზავრებიან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან , რათა დაეუფლონ ძიძის პროფესიას. ბევრ მათგანს არ აქვს გამოცდილება, ამას ენობრივი ბარიერიც ერთვის. რამდენიმე თვეში კი მათთვის ძიძის პროფესია საყვარელი და სასურველი ხდება. ძიძები შემოქმედებითად უდგებიან დაკისრებულ ვალდებულებას , რაც მუშაობის პროცესს საინტერესოს და სახალისოს ხდის. ცდილობენ მოერგონ ბავშვის ფსიქოლოგიას. ძიძა ერთგვარად წარმოადგენს კონტაქტურ ჯაჭვს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის. მისი ფუნქცია მხოლოდ ბავშვზე ფიზიკური ზრუნვით არ უნდა შემოიფარგლოს. ძიძა ვალდებულია დროულად მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა ბავშვსა და გარესამყაროს შორის. მათ ზედმიწევნით იციან თავიანთი ფუნქციები და უფლებამოსილება.სააგენტო ''Nann'' გერმანული კომპანიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ევროპელი კოლეგების ფინანსურმა და ინტელექტუალურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში. მათ არ დაიშურეს ძალა და ენერგია, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.ერთ თვიანი ვიზიტით , მოგვეცა საშუალება გერმანიის ფარგლებში გავცნობოდით ძიძების სააგენტოებს .უშუალოდ გვენახა ძიძა სამუშაო პროცესში. მოგეხსენებათ, გერმანია ძიძების დასაქმების სფეროში მსოფლოს ლიდერი ქვეყანაა. აქ ხალისით მიემგზავრებიან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან , რათა დაეუფლონ ძიძის პროფესიას. ბევრ მათგანს არ აქვს გამოცდილება, ამას ენობრივი ბარიერიც ერთვის. რამდენიმე თვეში კი მათთვის ძიძის პროფესია საყვარელი და სასურველი ხდება. ძიძები შემოქმედებითად უდგებიან დაკისრებულ ვალდებულებას , რაც მუშაობის პროცესს საინტერესოს და სახალისოს ხდის. ცდილობენ მოერგონ ბავშვის ფსიქოლოგიას. ძიძა ერთგვარად წარმოადგენს კონტაქტურ ჯაჭვს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის. მისი ფუნქცია მხოლოდ ბავშვზე ფიზიკური ზრუნვით არ უნდა შემოიფარგლოს. ძიძა ვალდებულია დროულად მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა ბავშვსა და გარესამყაროს შორის. მათ ზედმიწევნით იციან თავიანთი ფუნქციები და უფლებამოსილება.

გერმანიაში ერთის მხრივ გავეცანით ძიძებს, მათ აღსაზრდელებს, მშობლებს - მეორეს მხრივ კი გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა ძიძების საქმიანობის სფეროში . უნდა აღინიშნოს, რომ დიდია ჩვენი ევროპელი კოლეგების დაინტერესება და თანადგომის სურვილი. ვისაუბრეთ ქართველი ძიძების და ზოგადად ოჯახში მომსახურე პერსონალის პრობლემებზე. საქართველოში ამ ტიპის საქმიანობაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა შესაბამისი კადრის ნაკლებობა - აშკარაა. რამ გამოიწვია ეს დისბალანსი? რა არის ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც ოჯახში მომსახურე პერსონამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს? ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიამ, დაგვანახა ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი.

სააგენტო ''NANNY'' მზად არის გაგაცნოთ მიღებული გამოცდილება, გაეცნოს თქვენს მოთხოვნებს, უპასუხოს შეკითხვებს, დაგეხმაროთ პერსონის სწორად შერჩევაში. გერმანიაში დანერგილი და მრავალგზის გამოყენებული სტანდარტები დაგვეხმარა გაგვეგო , თუ რა სამუშაო მეთოდებსა და ფსიქოლოგიურ ტრეინინგებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი შერჩევა.

სააგენტო ''NANNY'' არის ორგანიზაცია, სადაც ქალბატონებს ეძლევათ საშუალება გაესაუბრონ კვალიფიციურ კადრს და მიიღონ რჩევა-დარიგება თემებზე: როგორ მივიღოთ ოჯახში მომსახურე პერსონა, რომ ოჯახური ჰარმონია არ დაირღვეს. რა უნდა იცოდეს ძიძამ, რომ იგი ოჯახში სასურველი პერსონა გახდეს და ა.შ.

პირს , რომელსაც სააგენტო ''NANNY'' უწევს რეკომენდაციას გავლილი აქვს როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური შემოწმება და შესაბამისი თეორიული ტრეინინგი .ყველა მათგანს აქვს მუშაობის გამოცდილების მინიმ 1 წლიანი სტაჟი და ჩვენ მიერ შემოწმებული სტაჟის დამადასტურებელი უტყუარი ცნობა.

სააგენტო ''NANNY'' სთვის პრესტიჟი უმთავრესია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ გამოცდილ, კვალიფიციურ და სანდო კადრს.

სააგენტო ''NANNY''-ის მიზანია: დანერგოს ჯანსაღი მიდგომა ოჯახში მომსახურე პერსონალის მიმართ , რათა გაიზარდოს მისი სტიმული და შრომისუნარიანობა.

ჩვენ გვსურს ძიძის საქმიანობა გახდეს პროფესიული. ჩვენი პატრები გაიზარდონ უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში. 

სააგენტო ''NANNY'' ზრუნავს შეგიქმნათ ჰარმონიული და მყუდრო ცხოვრების რიტმი.

ჩვენ გვსურს: ქალბატონები იყვნენ წარმატებულები ოჯახში და კარიერულ ცხოვრებაში. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართითბილისი, კ.სტანისლავსკის ქ. N12 ა (წერეთლის გამზ. 91 )
ტელ: 2 355 055
ელ-ფოსტა: contact@nanny.ge
ვებ-გვერდი: http://nanny.ge/

ჩვენების რაოდენობა: 7949 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet