შაბათი, 19 სექტემბერი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
ძიძების სააგენტო:
მერი პოპინსი

1. ძიძა 2. შინამოსამსახურე 3. მზარეული 4. მოხუცის / ავადმყოფის მომვლელი


ჩვენს შესახებ:

თუ ბევრს მუშაობთ და ძალიან იღლებით;
თუ გჭირდებათ ოჯახში დამხმარე;
თუ გსურთ დაგრჩეთ თავისუფალი დრო საკუთარი თავისა და მეგობრებისათვის...
ჩვენ დაგეხმარებით სასურველი ადამიანს შერჩევაში: ძიძა, აღმზრდელი, დიასახლისი, მოხუცისა და ავადმყოფის მომვლელი. ჩვენს მონაცემთა ბაზაში სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანია. ჩვენ საფუძვლიანად ვამოწმებთ მათ რეკომენდაციებს, ვეცნობით მათ ოჯახურ მდგომარეობას, რათა უფრო სრული წარმოდგენა შევიქმნათ მათ პიროვნულ თვისებებზე. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი წლების მანძილზე თანამშრომლობს ჩვენს ორგანიზაციასთან.

რატომ უნდა მოგვმართოთ ჩვენ? რა თქმა უნდა, ოჯახის დამხმარე თქვენ შეგიძლიათ მონახოთ გაზეთის საშუალებით ან ახლობლების წრეში. მაგრამ ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ: * ვთქვათ განცხადებით ეძებთ კანდიდატს? ეს არის - სატელეფონო საუბარში დაკარგული დრო, მრავალ ადამიანთან უშედეგო შეხვედრა, შეხვედრის ადგილის განსაზღვრის პრობლემა: მოიპატიჟებთ სახლში უამრავ უცხო ადამიანს? თუ ქუჩაში შეხვდებით? თუ თავად ივლით უცხო პირების ბინაში? ეს ყოველივე დამატებით პრობლემას გიქმნით. * ერთი შეხედვით, ბევრად უფრო საიმედოა ახლობლის წრეში სასურველი ადამიანის მონახვა, მაგრამ ის დააკმაყოფილებს კი თქვენს მოთხოვნებს და თუ - არა, ხომ არა გაგიჭირდებათ მისი სამსახურიდან დათხოვნა?

რას გთავაზობთ ჩვენ: * დაზოგოთ დრო და ენერგია, აირიდოთ თავიდან ზედმეტი პრობლემები. * სწრაფად მონახოთ სასურველი კანდიდატი - დაწვრილებით გაგვაცანით თქვენი მოთხოვნები (კანდიდატის სასურველი ასაკი, განათლება, გამოცდილება, ეროვნება, განსაკუთრებული უნარ-ჩვევები). ჩვენს მონაცემთა ბაზაში ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული. თითოეული მათგანი დაწვრილებითი და საფუძვლიანი გასაუბრების შედეგად არის შერჩეული, ამგვარად ჩვენ გაგვაჩნია გაცილებით მეტი საშუალება სწრაფად და ეფექტურად შეგირჩიოთ შესაფერისი კანდიდატი. * თქვენთვის სასურველ დროს მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და სასიამოვნო ვითარებაში გაეცნოთ და გაესაუბროდ თქვენთვის შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს. * გარდა ამისა, ერთჯერადი გადასახადის შემდეგ, ჩვენთან დადებული კონტრაქტის მიხედვით დადგენილი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პერსონალის შეცვლა. * დამატებით, თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება თქვენს მიერ დაქირავებულ პირთან.  

1. ძიძა ძიძა ახალშობილი და თოთო ბავშვებისათვის სამედიცინო განათლებით, მუშაობის გამოცდილებით სამშობიარო სახლებში და/ან ოჯახებში, სადაც არიან ახალშობილი ბავშვები.  

ძიძის ძირითადი მოვალეობები: ბავშვის მოვლა, კვება, ბავშვის საჭმლის მომზადება, ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა და დაუთოება, ბავშვის გასეირნება, ბავშვის ოთახის დალაგება ძიძა-აღმზრდელი სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის პედაგოგიური განათლებით, ოჯახებში, საბავშვო ბაღებსა და/ან სკოლებში მუშაობის გამოცდილებით.  

ძირითადი მოვალეობები: ბავშვის მოვლა, კვება, ბავშვის საჭმლის მომზადება, ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა და დაუთოება, ბავშვის გასეირნება, ბავშვის ოთახის დალაგება. დახმარება საშინაო დავალებების მომზადებისას, თავისუფალი დროის ორგანიზება (მაგ. მუზეუმების, გამოფენების დათვალიერება).

2. შინამოსამსახურე ოჯახებში მუშაობის გამოცდილებით, სახლის დალაგების უნარ-ჩვევებით.

ძირითადი მოვალეობები: სახლის დალაგება, ფანჯრების რეცხვა, სარეცხის რეცხვა (ხელით და სარეცხი მანქანის საშუალებით), თეთრეულის დაუთოება, საჭმლის მომზადება, პროდუქტებისა და სახლისთვის საჭირო საშუალებების შესყიდვა, სხვადასხვა სამეურნეო დავალებების შესრულება. ჩვენს სააგენტოს შეუძლია შეგირჩიოთ შინამოსამსახურე როგორც სრული სამუშაო დღით, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით.

3. მზარეული მზარეულმა იცის სუფრის უზადო სერვირება, ამზადებს როგორც ნაციონალურ სამზარეულოს, ასევე დიეტურ და ვეგეტარიანულ კერძებს.

4. მოხუცის / ავადმყოფის მომვლელი სამედიცინო განათლებით, მუშაობის გამოცდილებით სხვადასხვა ასაკის ავადმყოფებთან და/ან მოხუცებთან. მომვლელი უზრუნველყოფს პაციენტის სრულ მოვლას წინასწარ შეთანხმებული მოვალეობების სესაბამისად მოსავლელი ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის:ქ.თბილისი,მარჯანიშვილის #5

ტელ:2 14 20 34

მობ: 5 77 44 34 50

ელ-ფოსტა: office@marypoppins.ge

ვებ-გვერდი: www.marypoppins.ge

ჩვენების რაოდენობა: 11519 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet