შაბათი, 19 სექტემბერი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
ხელოვნება და სპორტი:
ბასტი ბუბუ

ჩვენთან იწერება საბავშვო მუსიკა, რომელიც გამოყენებულია ჩვენს სატელევიზიო გადაცემებში და კონცერტებში. პოპულარული სიმღერები გამოდის აუდიოდისკების, კარაოკე დისკების და ვიდეოკლიპების სახით..


ჩვენს შესახებ:
ჩვენს სტუდიაში რამდენიმე ასეული ბავშვი (3-15 წლის) სწავლობს ცეკვას და სიმღერას. წარმატებული ბავშვები მონაწილეობენ ჩვენს სატელევიზიო და საკონცერტო პროგრამებში. ბასტი ბუბუს სტუდიას ფსიქოლოგიური ფუნქციაც აქვს. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი ფსიქოლოგები. ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური კვლევების შესაბამისად იცვლება ჩვენი სატელევიზიო გადაცემების ფორმატიც.

ჩვენს სტუდიაში სამი საფეხურია:

- სკოლამდელი (3-5 წლის), სადაც ხდება ბავშვების განვითარება ცეკვითა და სიმღერით;
- დაწყებითი სკოლის ასაკის (6-9 წლის). ამ ასაკის ბავშვები დამატებით სწავლობენ ბალეტს და ქართული ცეკვის ელემენტებს;
- მოზარდები (10-15 წლის). მოზარდებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფესტივალებში და ჩამოყალიბდნენ პროფეიონალ მომღერლებად და მოცეკვავეებად.

1994 წელს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბასტი ბუბუმ პირველი დიდი შოუ გამართა. ამის შემდეგ, ყოველწლიურად იმართება ბასტი ბუბუს შოუ კონცერტები არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისშიც, ბათუმშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. უკანასკნელ დროს ბასტი ბუბუს შოუ პროგრამები წარმატებით ჩატარდა ერევანში (სომხეთი) და ბაქოში (აზერბაიჯანი).

ჩვენთან იწერება საბავშვო მუსიკა, რომელიც გამოყენებულია ჩვენს სატელევიზიო გადაცემებში და კონცერტებში. პოპულარული სიმღერები გამოდის აუდიოდისკების, კარაოკე დისკების და ვიდეოკლიპების სახით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ვაჟა-ფშაველას #76ბ.
ტელ: 30 00 41; 30 32 20
ვებ-გვერდი: http://bastibubu.ge/

ჩვენების რაოდენობა: 5637 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet