ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018
        geo  |  eng
 
ბაგა-ბაგი ''იავნანა'' იწვევს 1.2-6 წლის ჩათვლით 8.30-19.00 საათამდე. მიმდინარეობს რეგისტრაცია და დაკომპლექტება სასექტემბრო ჯგუფების ჩვენთან ყველა ის პირობაა,რაც კომფორტს და უსაფრთხოებას უქმნის თქვენს პატარებს თანამედროვედ მოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა,მყუდრო და უსაფრთხო ეზო,ხეხილით,ბუნებრივი და ხელოვნური საფარით...
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
საბავშვო ბაღები:
საბავშვო ბაღი ''ბაბილინა 7''
ძველი თბილისი

საბავშვო ბაღი ''ბაბილინა 7' დაფუძნებულია "თბილისის საერთაშორისო განათლების სკოლის" ბაზაზე www.ties.ge





საბავშვო ბაღი "ბაბილინა 7"
 გაიხსნა 2007 წლის 1 სექტემბერს და ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი ქალაქის საუკეთესო ბაღებს შორის. 
ბაღი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ ადგილზე. შენობა არის ახალგარემონტებული და აღჭურვილია ბავშვის განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით,ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელი სათამაშოებით, საბავშვო კინოთეატრით, დასვენებისა და რელაქსაციის ოთახით. ბაღს აქვს ეზო, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა გასართობი საშუალებები,დახურული აიავანი წვიმიანი ამინდის შემთხვევაში.

საბავშვო ბაღი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ,გამოცდილი პედაგოგებით, ძიძებით და მმართველი გუნდით. ბაღის კონსულტანტი ფსიქოლოგია ნატა მეფარიშვილი.

"ბაბილინა 7"-ში გათვალისწინებულია  ოთხჯერადი ბალანსირებული კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. რაციონში დაცულია დღიური კალორიების და ვიტამინების რაოდენობა.
ბაღში ბავშვთა მიღება წარმოებს 18 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ჯგუფები დაკომპლექტებულია 12-15 აღსაზრდელისაგან
ჩვენი მიზანია ჩავუნერგოთ ბავშვებს პოზიტიური ემოციები, მივცეთ სასარგებლო გამოცდილება სკოლისა და სწავლის მიმართულებით.
ბავშვებს ასევე უტარდებათ ინგლისურის, ხატვის, ძერწვის,ცეკვისა (ქართული ხალხური ცეკვები,მსოფლიო ხალხთა ცეკვები )და მუსიკის წრეები. 
წლის ბოლოსთვის კი უკვე კარგად არიან შემზადებული პირველი კლასის მასალისათვის, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად და ემოციურად.

ინგლისურის პროგრამა Happy hearts

Happy Hearts არის ბრიტანული გამომცემლობა "Express Publishing" -ის მიერ შემუშავებული, ინგლისური ენის შემსწავლელი ახალი კურსი დაწყებით დონეზე. მოზარდები ხვდებიან ფანტაზიისა და თავგადასავლების სამყაროში, სადაც სწავლის პროცესი ხდება სახალისო, საინტერესო და ადვილად დამახსოვრებადი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ჭონქაძის 22/2
ტელეფონი: 032 299 01 37; 577  40 25 83
ვებ-გვერდი: www.babilina7.ge
Facebook: https://www.facebook.com/babilina.kindergarten?fref=ts

ჩვენების რაოდენობა: 4633 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet