სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
საბავშვო ბაღები:
სკოლამდელი აღზრდის სახლი - ''სიმბა''
ვაკე-საბურთალო

მიეცით თქვენს პატარას შანსი ადრეულ ასაკშივე ისწავლოს 
სილამაზის შეგრძნება და გაატაროს დაუვიწყარი წლები "სიმბასთან" ერთთად!


საბავშვო ბაღი "სიმბა" -  ხელოვნების სახლი პატარებისათვის

ჩვენთნ ხალისია, სითბო და სიყვარულია, ვზრუნავთ თქვენი პატარების განწყობაზე და განათლებაზე, მათ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, ესთეტიკურ განვითარებაზე. ვცდილობთ აღვზარდოთ ისინი კეთილშობილ ადამიანებად.

გამოყენებული მასალების და თვალსაჩინოების საშუალებით ვახერხებთ იმას, რომ პატარებს გავუღვიძოთ მეცადინეობის ინტერესი და სიყვარული. ვეხმარებით ბავშვს იმაში, რომ სრულად მოახდინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. 



ჩვენი მიზანია შევუქმნათ ბავშვებს ისეთი პირობები, რომელშიც ისინი განივითარებენ დამოუკიდებლობას და თავისუფალი აზროვნების პატივისცემას. მყუდრო და ლამაზ გარემოში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ თქვენმა პატარამ ისწავლოს, გაერთოს და დღე შინაარსიანად გაატაროს. ბავშვები სწავლობენ სწორ მეტყველებას, ცეკვას, სიმღერას, უცხოენებს, ძერწვას, აპლიკაციას, აქვთ ლოგიკურ-დიდაქტიკური, მოძრავი, თითებით თამაშები, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები.

4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ბაღში მოქმედებს ხელოვნების სტუდია, სადაც ისინი სწავლობენ თიხაზე, თაბაშირზე მუშაობას, ვიტრაჟის, სუმინაგაშის ხელოვნებას, ფლორიატიკას, სხვადასხვა (წერტილოვანი, შხეფებით, კოპირების, შტამპის, ანაბეჭდებით და ა.შ.) მეთოდებით ხატვას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვები კი გადიან სასკოლო მომზადების კურსს. წლის განმავლობაში უტარდებათ ზეიმები, ღია გაკვეთილები და წარმოებს მათი ვიდეო და ფოტო გადაღება. ყოველდღიური სიახლეები და ინფორმაციები მშობლებს მიეწოდებათ facebook-ზე ბაღის პერსონალური გვერდის საშუალებით. 



მიეცით თქვენს პატარას შანსი ადრეულ ასაკშივე ისწავლოს 
სილამაზის შეგრძნება და გაატაროს დაუვიწყარი წლები "სიმბასთან"ერთთად!

დირექტორი: ლალი გრძელიშვილი

ბაღი მუშაობს: 9.00-19.00 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ცინცაძის N22.
ტელეფონი: 593 32 33 79; 238 41 23; 239 84 92 
ვებ-გვერდი: www.simba2009.ge www.simba2009.webs.com 
ელ-ფოსტა: lali2810@mail.ru 
facebook: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95
%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90/144354388966961?pnref=lhc

ჩვენების რაოდენობა: 3524 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet