შაბათი, 24 ოქტომბერი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
საბავშვო ბაღები:
საბავშო ბაღი ''Happy House''
გლდანი-ნაძალადევი

საბავშვო ბაღი ფუნქიონირებს დღე-ღამის განმავლობაში.
საბავშვო ბაღს ემსახურება ტრანსპორტი.

თუ გსურთ თქვენი პატარა თბილ და მყუდრო გარემოში გაიზარდოს, იყოს დამოუკიდებელი და ბედნიერი, გვესტუმრეთ საბავშო ბაღ  „Happy House”-ში.
ჩვენთან ბავშვები მიიღებიან 1 წლიდან 6 წლამდე


ბავშვები გაივლიან შემდეგ მომზადებას:

  • უცხო ენები: (ინგლისური, რუსული)
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • საღვთო ისტორიას
  • ხელოვნება (ხატვა ძერწვა, აპლიკაცია)
  • მუსიკა
  • ბუნებისმეტყველება
  • მეტყველების კულტურა
  • ლოგპედო. პედიატრი

                                   ძირითადი აქტივობების ცენტრი

  • წერა-კითხვის (წიგნიერების) ცენტრი
  • მათემატიკა\ მანიპულატიური თამაშობების ცენტრი
  • დრამატული თამაშების ცენტრი
  • დიდი კუბურების (მშენებლობის) ცენტრი
  • ხელოვნების ცენტრი
  • წყლის და ქვიშის ცენტრი
  • ბუნების (მეცნიერების) ცენტრი
  • ოჯახის (მზარეულობის) ცენტრი
  • აქტივობა შენობას გარეთ

                                წერა-კითხვის (წიგნიერების) ცენტრი

მიზანი: ეს არის წყნარი ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაათვარიელონ წიგნები, მასწავლებლებმა, მშობლებმა ან მასწავლებლის დამხმარემ წაუკითხოთ მათ. გააკეთონ საკუთარი წიგნები, გაითამაშონ ან გამოიგონონ ზღაპრები

მასალები და აქტივობები:  წიგნები, ჟურნალები, ფანქრები, ქაღალდები, კონვერტები, მარკერები და სხვ.

ხელს უწყობს: წერა-კითხვის უნარ ჩვევების, კონცენტრაციის, მოტორიკის, სოციალური უნარ ჩვევების, საკუთარი თავის შეფასების განვითარებას.

                           მათემატიკის (მანიპულატიური თამაშობების) ცენტრი

მიზანი: ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა.

მასალები და აქტივობები: თავსატეხები, პატარა კუბურები, ასწაყობი სათამაშოები, მძივები და მათი აცმა, სხვადასხა სახის საოფაცხოვრები ან ბუნებრივი ნივთები. მაგ: ბოთლის სახურავები, მონეტები და ნებისმიერი პატარა ზომის საგნები, რომელთა დათვლა და დახარისხება შეიძლება.

ხელს უწყობს: დახარისხრების, თვლის, გაზომვის, შედარების უნარის ს განვითარებას.

აგრეთვე გეომეტრიული ცნებების აღქმასა და შესწავლას, ლოგიკური აზროვნების, ხელითა და თვალის კოორდინაციის, მცირე ზომის კუნთების, სხვებთან ურთიერთობის ჩვევის, პრობლემის გადაწყვეტის უნარისა და მეტყველების განვითარებას.

                                        დრამატული თამაშის ცენტრი

მიზანი: მივცეთ ბავშვებს საშუალება გაითამაშოს ის როლები, რომლებსაც ხედავენ და აკვირდებიან რეალურ ცხოვრებაში და ამათ გაუადვულდებათ რეალურ გარემოს შეცნობა.

მასალები: ქუდები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, თოჯინის ტანსაცმელი. სარკე, ჭურჭელი და ა.შ. მასალები ხშირად უნდა შეიცვალოს.

ხელს უწყობს: კონცენტრაციის, ახალი ინტერესების, კონტროლის, პასუხისმგებლობის, პრობლემის გადაჭრის უნარის, სხვებთან ურთიერთობის უნარის, მეტყველების განვითარებას.

                                          ხელოვნების ცენტრი

მიზანი: დავეხმაროთ ბავშვებს საკუთარი შემოქმედებითი უნარის აღმოჩენასა და განვითარებაში. სასიამოვნო შემოქმედებით სამუშაოსთან ერთად შევძინოთ მათ ახალ მასალასთან მუშაობის გამოცდილება.

მასალები და აქტივობა: საღებავები, ქაღალდები, მაკრატელი, ფანქრები, ცარცი, ქსოვილის ნაჭრები, ლენტები, ბუნებრივი მასალა (ფოთლები, ქვიშა, კენჭები, ბუმბულები და ა.შ), მძივები, წებო და სხვ.

ხელს უწყობს:შემოქმედებითი უნარის, ურთიერთობის (ვერბალური და არავერბალური), საკუთარი თავის შეფასების უნარის, მოტორიკის, აზროვნების განვითარებას.

                                         ქვიშისა და წყლის ცენტრი

მიზანი: ბავშვებს საშუალება ეძლევათ შეიგრძნონ, იაზროვნონ, გაივარჯიშონ უნთები, გაგრილდნენ და ითამაშონ ქვიშასა თუ წყალში.

მასალები და აქტივობები: ნიჩბები, ვედროები, კოვზები, მოტვტივე სათამაშოები, ქვიშის ფორმები, ჯამები, სხვა სათამაშოები (მაგ: ასაწყობი, განსხვავებული ზომის და ა.შ.)

ხელს უწყობს: მათემატიკური, მარტივი სამეცნიერო ცნებების გაცნობას, შემოქმედებითი უნარის, ხელისა და თვალის კოორდინაციის, მოტორიის, პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას.

                               ბუნებისტმეყტველების (მეცნიერების) ცენტრი

მიზანი: ბავშვებში კვლევისთვის აუცილებელი თვისებების განვითარება-დაკვირვება, ექსპერიმენტი, შედარება, აღწერა, პროგნოზი, კავშირისა და მიმართების დამყარება, კვალიფიკაცია, შედეგების ანალიზი და განზოგადება და სხვა.

მასალები და აქტივობები: მაგნიტი, გამადუდებელი შუშა, ზღვის ნიჯარები, ფრნველის ბუმბული, სხვადასხვა ფოთლები, გირჩები, ჩიტის ბუდე, წყალში ხსნადი და უხსნადი (მოტივტივე და ჩაძირვადი) მასალები, სხვადასხვაგვარი ქანები, ხავსი და მრავალი სხვა.

ხელს უწყობს: კვლევის, დაკვირვების, ლოგიკური აზრვნების, დასკვნების გამოტანის, კანონზომიერების დადგენის უნარ-ჩვევების განვითარებას, მათემატიკური ცნებების ათვისებას, ურთიერთობას, კომუნიკაცია, მეტყველების განვითარებასა და სხვა.

სწავლის ღირებულება: 180 ლარი.

ბაღი მუშაობს 8.30-დან 19.00-მდე.

ბაღში გახსნილია სადღესასწაულო  ცენტრი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: გლდანი, ბოჭორიშვილის 2.
სავაჭრო ცენტრ ''ვაუს'' შენობა
ტელ: 568 23 00 23

ჩვენების რაოდენობა: 11316 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet