ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
სტატიები:
პირველკლასელთა და მათი მშობლებისთვის

პირველი ზარი, ახალი გარემო და უცხო ადამიანები… როგორ შევაგუოთ და დავაძლევინოთ ბავშვს ის ღელვა, რაც სკოლაში მისვლასთან არის დაკავშირებული? რა ევალება მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს?


პირველი ზარი, ახალი გარემო და უცხო ადამიანები… როგორ შევაგუოთ და დავაძლევინოთ ბავშვს ის ღელვა, რაც სკოლაში მისვლასთან არის დაკავშირებული? რა ევალება მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს? 

პირველკლასელიადაპტაცია – შეგუების პრობლემები

პირველკლასელისთვის სწავლის პროცესი რომ სასურველი გახდეს, ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რადგან ამ ასაკში ბავშვს ნებისყოფა არ აქვს ჩამოყალიბებული, სწავლის მიმართაც ამგვარი დამოკიდებულება გააჩნია. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ ეტაპს. მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა შეიმუშავონ მეთოდი, რაც ბავშვის სასწავლო პროცესთან შეგუებას შეუწყობს ხელს.

ბავშვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლა მტკივნეული არ უნდა იყოს. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი ბაღის ეტაპი და უკვე საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისგან შემზადებულს, იძულების ნაცვლად, გაუადვილდება გარემოსთან შეგუება.

სკოლაში ახალფეხადგმულ ბავშვს პედაგოგები სითბოთი, სიხარულით უნდა დახვდნენ. მოსწავლე უნდა დარწმუნდეს, რომ ის, როგორც პიროვნებაც აინტერესებთ და მისგან მხოლოდ სწავლას არ ითხოვენ. როდესაც ბავშვს პატარად ვაგრძნობინებთ თავს, მიიჩნევს, რომ ბევრი რამ ეპატიება. მაგრამ თუ მას ავუხსნით, რომ დიდია, მისთვის თუნდაც გაკვეთილის მომზადების პროცესი ნაკლებ განცდებთან იქნება დაკავშირებული.

სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს გარკვეულ ინტერვალში თამაშის საშუალებაც უნდა მიეცეს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა სიამოვნებაზე უარის თქმა არ უწევს. მისთვის სწავლის აუცილებლობის განმარტება ახსნილი უნდა იქნას გარკვეული საუბრებით, სხვადასხვა მოთხრობების მეშვეობით…

სკოლაში გართობის საშუალებაც უნდა იყოს. ბავშვს, ინტერესის მიხედვით (ეს პროცესი მშობლებმა უნდა მართონ, მაგრამ არა – იძულებით), უნდა შევთავაზოთ სპორტულ, გამაჯანსაღებელ, თუ ცეკვისა და სიმღერის წრეზე სიარული. შესაბამისად, მათ მიეცემათ ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა, რაც პედაგოგების მხრიდან აუცილებლად უნდა იქნას წახალისებული.

უსაფრთხო გარემო

სასურველი გარემო პირობები მოსწავლეს გამოუმუშავებს უნარებს, რაც სწავლის პროცესისთვის დადებითად წაადგება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის დაცულია სკოლაშიც და სახლშიც. ეს უფროსებზეც ვრცელდება. მოსწავლე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სკოლაში დახვდება უსაფრთხო გარემო, სადაც არ სცემენ, არ უყვირიან, არ სჯიან და არ ულახავენ თავმოყვარეობას, სადაც საკუთარი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემა.

ზედმეტი მზრუნველობა – დამოუკიდებლობა

მშობლებისა და პედაგოგებისგან ზედმეტი მზრუნველობა ბავშვისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მაგ.: მოხდეს გონებრივი გაზარმაცება. სასკოლო ასაკის ბავშვი უნდა მიეჩვიოს გარკვეულ დამოუკიდებლობას. მან უნდა შეძლოს პირადი ჰიგიენის დაცვა, ჩაცმა, გაკვეთილის მომზადება, ჩანთის ტარება და იმის გათვალისწინებაც, რომ სკოლაში არ უნდა დააგვიანოს.
ამისათვის, ჯობს, კლასში ინდივიდუალურად გარკვეული და ბავშვებთან შეთანხმებული იქნას დისციპლინის წესები. ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს გასაგებ ენაზე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. ავუხსნათ ბავშვს, რომ მასწავლებელს უნდა მოუსმინოს ყურადღებით არა იმიტომ, რომ ეს მხოლოდ პედაგოგს სურს, არამედ მისთვისაა საჭირო, რომ გახდეს წარმატებული.

ადეკვატური შეფასებები – სტიგმის მინიჭება

დაუშვებელია ამ ასაკში ბავშვის თავმოყვარეობის შელახვა. ეს იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას, რომელსაც ძნელია ებრძოლო. ბავშვი ადეკვატურად უნდა იყოს შეფასებული აკადემიური მოსწრების შესაბამისად. გაორება რომ არ მოხდეს, უფროსებისგან დანამდვილებით უნდა იცოდეს, რა გამოსდის და რა – არა. თუ მას ტყუილად წავახალისებთ, მასში ნიჰილიზმი ჩამოყალიბდება.

დაწყებითი კლასის პედაგოგები ხშირად ცდებიან, როცა მოსწავლეს ადებენ სტიგმას, რომ ის სუსტია, ძლიერია… არც უფროსებში და მითუმეტეს, ბავშვებში ზოგადი მიდგომა არ შეიძლება. ყველა სიტუაციის, საქციელის მიხედვით უნდა შეფასდეს. მოზარდს მიზანსწრაფვა უნდა გამოვუმუშავოთ.

პედაგოგი, მშობელი და ბავშვი – ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია. მათ ერთმანეთთან აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ. პედაგოგის ვალია, გაიგოს თითოეული მოსწავლის ხასიათი, ინტერესი, უნარი, ყოველდღიური განწყობა. მას მხოლოდ მთლიან კლასზე არ უნდა ჰქონდეს ყურადღება გადატანილი. ეს რთული, მაგრამ აუცილებელია. ბავშვისთვის ე.წ. დიდობაში ფეხის შედგმის პროცესი უმტკივნეულო უნდა იყოს. ნებისმიერი ბავშვი პედაგოგთან მუშაობის შედეგად შეძლებს გახსნასა და თავისი უნარების გამოვლენას. ის გამუდმებით უნდა გრძნობდეს სიყვარულს, კეთილგანწყობასა და თვითგანცდას.

დღესდღეობით ტარდება პედაგოგთა ტრენინგები, ხდება მათი უნარების გამდიდრება და ბავშვებთან მიდგომის თანამედროვე ხერხების შემუშავება.

სტატიის წყარო: http://www.ambioni.ge/

ჩვენების რაოდენობა: 2777 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet