სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: ''წარმატება ბაღიდან იქმნება'' - ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 15 ბავშვს
ცენტრი: ბაგა-ბაღი ''წიგნიერი''
გამოქვეყნდა: 2017-12-07 ბოლო ვადა: 2018-02-07



ბაგა-ბაღი "წიგნიერი" აცხადებს აღსაზრდელების მიღებას შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 

  • 2-3 
  • 3-4 
  • 4-5 
  • 5-6  
  • 6-7 (სასკოლო მზაობის პროგრამა)

მიზნები და ამოცანები:
ბაგა-ბაღის მიზანია, სკოლამდელი ასაკის ბავშვების მომზადება სკოლაში წარმატებული სწავლისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.

ბაგა-ბაღის ამოცანაა, აღსაზრდელების: 
* ფიზიკური, შემეცნებითი, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება;
* საპროექტო აზროვნებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარება;
* სოციალიზაციისა და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ჩვენი ღირებულებები და მიდგომები:
* ბავშვს მოვეპყროთ როგორც თანასწორს, პატივი ვცეთ მის აზრს და გავუწიოთ ანგარიში;
* ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ვაგრძნობინოთ პატივისცემა და გავუჩინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
* სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორიენტირება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე;
* აღსაზრდელებისა და მშობლების ჩართვა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისა და შეფასების პროცესში; დემოკრატიული და შემოქმედებითი გარემოს შექმნა და ინიციატივების წახალისება. 

ბაგა-ბაღი''წიგნიერის'' უპირატესობები და პრიორიტეტები:
* აღზრდასთან ერთად საგანმანათლებლო/სასწავლო კომპონენტისპრიორიტეტულობა;
* მშობლის ინტერესებზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (8:30-დან 19:30 საათამდე) და სამუშაო დღეების რაოდენობა (ბაგა-ბაღი ისვენებს მხოლოდ შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დასვენების დღეებში);
* ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროცესი/ხარისხიანი დამრავალფეროვანი სტანდარტზედა პროგრამები;
* უსაფრთხო, ჯანსაღი, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გარემო;
* 4-ჯერადი ბალანსირებული და ჯანსაღი კვება (1300-1400 კ/კალორია). აღსაზრდელები ყოველდღიურად დამატებით იღებენ ხილს;
* ოპტიმალური და ხელმისაწვდომი ფასები;
* საერთაშორისო მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება. 

რით ვართ გამორჩეულნი:
* გამოცდილი, წარმატებული, პროგრესული თანამშრომლები და მმართველი გუნდი;
* თანამშრომელთა მოტივირების, წახალისებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოქნილი სისტემა;
* ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და სტანდარტზედა პროგრამების მრავალფეროვნება;
* სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა.

ბაგა-ბაღის მომსახურეობა 
სტანდარტული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამა: ბაგა-ბაღი „წიგნიერის“ სტანდარტული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებულ სახელმწიფო სტანდარტებზე დაყრდნობით ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის სხვადასხვა აქტივობებს:

* თემატური სწავლება და პროექტული მიდგომა;
* წიგნიერება/მეტყველება;
* ხელოვნება, ცეკვა, სიმღერა;
* სამაგიდო აქტივობები, სენსორული აქტივობები და კულინარია;
* მეცნიერება, მათემატიკური და  კონსტრუქციული აქტივობები;
* დრამატული აქტივობები, კონკურსები, ვიქტორინები, ღონისძიებები და გამოფენები;
* გასვლითი აქტივობები და ექსკურსიები;
* შეხვედრები ცნობილ საბავშვო პერსონებთან;
* ექიმისა და ფსიქოლოგის მომსახურება.
* ინგლისური ენა/რუსული ენა.

სტანდარტზედა სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა:
აღსაზრდელების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, სტანდარტული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გარდა, მშობელს ექნება არჩევანის თავისუფლება სტანდარტზედა პროგრამების კუთხით: 

* ბალეტი
* ცურვა
* საშაბათო ბაგა-ბაღი 
* DAY CARE 

სტანდარტული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ღირებულება 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში განისაზღვრება თვეში 380 ლარით, დედმამიშვილების შემთხვევაში თითოეულ ბავშვზე მოქმედებს 5 %-იანი ფასდაკლება. ბაგა-ბაღი მუშაობს ივლისის თვეში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 25 (ტატიშვილის კლინიკის უკან).
მობილური: 2 22 24 60; 599 103 135, 599 47 50 60; 579 210210
ელ-ფოსტა: info@preschoolliterate.ge
ვებ-გვერდი: www.preschoolliterate.ge
Facebook: ბაგა-ბაღი წიგნიერი Kindergarten Literate

ჩვენების რაოდენობა: 878 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet