სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: აცხადებს აღსაზრდელების მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის
ცენტრი: წმ. გიორგის სახელობის რედიქსის საბავშვო ბაღი
გამოქვეყნდა: 2017-11-28 ბოლო ვადა: 2018-01-28



წმინდა გიორგის სახელობის საბავშობაღი გაიხსნა 2010 წლის 1 ოქტომბერს, დეველოპერული კომპანია რედიქსის და წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით.

ბაღის შენობა გარემონტებულია ეკოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურიდაცვით და განთავსებულია ბავშვის განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი: 
• ევროპის წამყვანი სასკოლო ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიერ შემოთავაზებული თანამედროვე ინვენტარი.
• სასწავლო პროცესისადმი საჭირო თანამედროვე ტექნიკა. 
• მხოლოდ ეკოლოგიური სერტიფიკატის მქონე სათამაშოები. 
• ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელი სასწავლო რესურსი. 
• მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა. 
• სახვითი ხლოვნების სახელოსნო, სადაც გამოიყენება ბუნებრივი თიხა და ნატურალური საღებავები, რომელიც დამზადებულია მხოლოდ საკონდიტრო მინარევებისაგან. 
• სპორტული დარბაზი საცოცი და შვედური კედლით, სადაც ბავშვებს უტარდებათ გამაჯანსაღებელი ვარჯიშისა და ცოცვის გაკვეთილი.
• დასვენებისა და რელაქსაციის ოთახი.
• საძინებელი ორთოპედიული ლეიბებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ხერხემლის სწორი განვითარებისათვის. 
• ეზო სპეციალური რბილი საფარითა და გასართობი მოედნით.

საბავშვო ბაღი თქვენი პატარებისათვის გთავაზობთ:
• თბილ, უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა კეთილგანწყობილ გარემოს, სადაც სასწავლო პროგრამა შედგენილია ყველა ბავშვისავის ინდივიდუალურად, მისი ნიჭისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით.
• ყოველ ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობს ფსიქოლოგი, პედაგოგი და ძიძა, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება.
• ბაღში დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. 
• კვების რაციონს განსაზღვრავს დიეტოლოგი, სადაც დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა და ნუტრიენტების რაოდენობა. 
• საბავშვო ბაღი დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმშია ჩართული (მხოლოდ მშობლებისათვის). 
• ბაღს 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი N71 კორპუსი C.
ტელეფონი: 2 20 76 90 
მობილური: 5 99 65 75 25; 5 99 98 39 34
ელ-ფოსტა: info@redixbagi.ge
ვებ-გვერდი: www.redixbagi.ge
facebook: რედიქსის საბავშვო ბაღი

ჩვენების რაოდენობა: 834 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet