სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: მონტესორის უნიკალურ პედაგოგიურ მეთოდზე დაფუძნებული პირველი საბავშვო ბაგა–ბაღი საქართველოში!
ცენტრი: მონტესორის საბავშვო აკადემია ''KINDERVILLE''
გამოქვეყნდა: 2017-11-13 ბოლო ვადა: 2018-01-13



''KINDERVILLE''  მონტესორის საბავშვო აკადემია - ეს არის მონტესორის პედაგოგიურ მეთოდზე დაფუძნებული პირველი  ბაგა-ბაღი საქართველოში. დიდი  იტალიელი პედაგოგის და ფსიქოლოგის, მარია მონტესორის უნიკალური პედაგოგიური სისტემა სკოლამდელი აღზრდის ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად და ელიტურ მეთოდად ითვლება მსოფლიოში.

მონტესორის პედაგოგიკა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ თქვენი პატარა  მომზადებული შეხვდეს სასკოლო ასაკს და სტრესის გარეშე, თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად გადავიდეს მისი ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.გვერწმუნეთ, ჩვენი პატარა “მონტესორის აკადემიკოსები“ არამხოლოდ ადვილად დაძლევენ სკოლის პროგრამას, არამედ გამორჩეულები იქნებიან თანაკლასელებს შორის იმ მყარი საბაზისო ცოდნით, რომელსაც მონტესორის მეთოდი იძლევა.

მონტესორის პედაგოგიკის საფუძველია სპეციალური განმავითარებელი გარემო, რომელშიც ბავშვი სასარგებლო თამაშებით სწავლობს, ვითარდება და ყალიბდება უფროსების  ძალდატანების და უხეში ჩარევის გარეშე. გარემო დაყოფილია შესაბამის ზონებად, სადაც ხდება მოტორიკის, სენსორიკის, მეტყველების განვითარება, სწორი მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბება, სამყაროს შესწავლა (ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის საფუძვლები), კითხვის და წერითი უნარების ჩამოყალიბება, უცხო ენების საფუძვლების დაუფლება, კრეატიული და წარმოსახვითი აზროვნების განვითარება, პრაქტიკული ცხოვრების უნარ-ჩვევების გამომუშავება;

''KINDERVILLE''-ს დღე დატვირთულია მრავალფეროვანი და საინტერესო კლუბური აქტივობებით. უფროსი ასაკის ჯგუფებს მონტესორის კლასთან ერთად ყოველდღიურად უტარდებათ სპორტი, უცხო ენა, კლუბი “მცირე სცენის“ ერთ-ერთი გაკვეთილი და კლუბი “პატარა ხელების“ ერთ-ერთი გაკვეთილი. უმცროსი ასაკის ჯგუფებისთვის იგივე აქტივობები ტარდება ასაკთან შესაბამისი გამარტივებული ფორმით და ხანგრძლივობით.

კლუბში “მცირე სცენა“ გაერთიანებულია ცეკვის, მუსიკის, დრამის და რეჟისურის (თითების და ჩრდილების თეატრის) გაკვეთილები.
კლუბი “პატარა ხელები“ კი აერთიანებს ხატვას, ძერწვას, აპლიკაციას, კონსტრუირებას, სხვადასხვა მასალის შემოქმედებით სახელოსნოს (ქაღალდი, ნაჭერი, ძაფები, ფერადი ცომები, ბუნებრივი მასალები და ა.შ.). განსაკუთრებული სიახლეა ქვიშაზე ხატვა, კრეატიული ხატვა და სახალისო კულინარია.

უცხო ენების კლუბი აერთიანებს ინგლისური, რუსული და იტალიური ენების გაკვეთილებს.

ყოველდღიურად ტარდება  სპორტის გაკვეთილი პარკში მდებარე სტადიონზე, სადაც ბავშვები მხიარულ სპორტულ თამაშებთან ერთად დაეუფლებიან კარატეს ილეთებს;

KINDERVILLE - მდებარეობს წითელ პარკში, ყაზბეგის გამზირზე.  ჩვენ გამოგვარჩევს უნიკალური მდებარეობა ქალაქის ცენტრში და ამასთანავე შუაგულ პარკში - ეკოლოგიურად სუფთა, ჟანგბადით მდიდარ, მწვანე გარემოში.

KINDERVILLE –ს პრიორიტეტებია:

  • ჯანმრთელი კვება არაგენმოდიფიცირებული, 
  • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, 
  • დაცული და უსაფრთხო გარემო თქვენი პატარისათვის,  
  • მონტესორის განმავითარებელი პედაგოგიკა, 
  • სპორტული აღზრდა, 
  • უცხო ენები, 
  • მრავალი სხვადასხვა კლუბი პატარების შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებისათვის, 
  • ენერგიული და კრეატიული აღმზრდელების გუნდი...  

გაეცანით ჩვენს საბავშვო ბაღს და ის თქვენი საუკეთესო არჩევანი გახდება!

საქონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი. ყაზბეგის (ყოფ. პავლოვის) გამზირი. წითელი ბაღის ტერიტორია ან საირმის გ. 50;
ტელეფონები: 2 31 95 96; 5 77 995 995;
ვებ–გვერდი: www.kinderville.ge
მეილი: info@kinderville.ge
Facebook: მონტესორის საბავშვო აკადემია "Kinderville"

ჩვენების რაოდენობა: 740 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet