სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: ''წარმატებისთვის აირჩიე საუკეთესო''
ცენტრი: თბილისის მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 2017-11-08 ბოლო ვადა: 2018-01-08



თბილისის მწვანე სკოლა 
2011 წლის 30 სექტემბერს გაიხსნა. სკოლა დიღმის მასივში 15 000 მ2 ფართობზე გადაჭიმულ პარკში მდებარეობს და სიმწვანეშია ჩაფლული. ჩვენ გთავაზობთ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს და ერთ– ერთ საუკეთესო ინფრასტრუქტურას საქართველოში.

მწვანე სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებისა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების დახმარებით მოსწავლე იძენს ღირებულ ცოდნას, ხდება ანალიტიკურად და შემეცნებითად მოაზროვნე, ივითარებს ინდივიდუალიზმსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც თითოეული მათგანისათვის წარმატების გარანტია.

მწვანე სკოლაში ყველა საგნის გაღრმავებული სწავლა და მოსწავლეებთანინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს თითოეული მათგანის წარმატებას არა მხოლოდ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში, არამედ მომავალ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. 

თბილისის მწვანე სკოლაში დაგხვდებათ:

  • უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ოთახები
  • თანამედროვე ლაბორატორია
  • კომპიუტერული კლასები
  • ორი ბიბლიოთეკა
  • ფეხბურთის, კალათბურთისა და ბადმინტონის მოედნები
  • ჩოგბურთის კორტი
  • დიდი, დახურული, სპორტული დარბაზი
  • კაფეტერია
  • დეკორატიული ეზო და სამი სკვერი
  • ავტონომიური, 24 საათიანი დაცვა და ვიდეოკონტროლი

თბილისის მწვანე სკოლაში სწავლის საფასური 3900 ლარია.

ღირებულებაში შედის:

  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესი
  • გახანგრძლივებული კლასები (4–დან 6 საათამდე)
  • სახელმძღვანელოები
  • კვება
  • ინდივიდუალური კრედიტ – საათები
  • გაძლიერებული უცხო ენების პროგრამა
  • სპორტული აქტივობები: ჩოგბურთი, ჭადრაკი, ცეკვა
  • დამატებითი აქტივობები: საბუნებისმეტყველო, სამოქალაქო, დებატების, თანამედროვე მუსიკის კლუბები
  • მშობლებისათვის ინოვაციური უსაფრთხოების სისტემა (SMS შეტყობინება შვილის სკოლაში ადგილმდებარეობის შესახებ)

სკოლაში დამატებით ფუნქციონირებს სპორტისა და ხელოვნების წრეები.

დამატებითი ინფორმაციისათვის და სკოლის მოსანახულებლად დაგვიკავშირდით:
მისამართი: დიღმის მასივი VI კვარტალი
ტელეფონი: 252 00 08; 252 29 44; 599 25 78 13
Facebook: Tbilisi Green School
ელ-ფოსტა: info@greenschool.ge

ჩვენების რაოდენობა: 750 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet