კვირა, 20 ოქტომბერი, 2019
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: ვიწვევთ 1 წლიდან 6 წლის ჩათვლით ბავშვებს მოსიყვარულე გარემოში. ბაღი მუშაობს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (შაბათი სურვილისამებრ) 8.30 საათიდან 19.00 საათამდე
ცენტრი: წმ. ბარბარეს სახელობის ბაგა-ბაღი ''იავნანა'' საბურთალოზე
გამოქვეყნდა: 2019-10-02 ბოლო ვადა: 2019-12-02

ყველაზე მწვანე ცოცხალი ბაღი ჩვენი და თქვენია :-) 

ბაგა-ბაღი იავნანა 10 წლისაა!!!განახლდა რეგისტრაცია!!!

ვიწვევთ 1 წლიდან 6 წლის ჩათვლით ბავშვებს მოსიყვარულე გარემოში.

ბაღი მუშაობს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (შაბათი სურვილისამებრ) 8.30 საათიდან 19.00 საათამდე. 

ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ჩვენი შენობები განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა, წყნარ უბანში, გამონაბოლქვისგან დაცულ ტერიტორიაზე, სადაც თქვენს პატარებს დახვდებათ კვალიფიციური, მხიარული, ენერგიული და თბილი აღმზრდელები. საინტერესო კრეატიული, ჯანსაღი, დაცული და მრავალფეროვანი გარემო.

ჩვენი ეზოები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმწვანით, მრავალფეროვანი მცენარეებით, ყვავილებით, ნაძვნარით, ხეხილით.სტანდარტების მიხედვით განთავსებული სივრცეებით, როგორიცაა: ბუნებრივი ხის მულჩი (მულჩი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს მავნე მეტეოროლოგიური პირობებისაგან ნიადაგის დაცვას), ბუნებრივი ბალახის საფარი, ქვიშაში სათამაშო სივრცე, ასევე კაუჩუკის და ხელოვნური ბალახის საფარი...

ბავშვებს ემსახურება მანქანა სხვადასხვა უბნიდან, ჩვენი ძიძის თანხლებით. 

მიმდინარეობს 24საათიანი ვიდეო მონიტორინგი.

ჩვენი პროგრამა მოიცავს შემდეგ შინაარსს:

  • დილის გამამხნევებელი ვარჯიში სახალისო პროგრამით
  • სამჯერადი სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება (შუალედში ორჯერ ლანჩით) 
  • კვალიფიციური პედაგოგების მუშაობა ეფუძნება თანამედროვე-ფსიქოლოგიურ აღმზრდელობით მეთოდიკას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ზნეობრივ,გონებრივ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებას. ასე ყალიბდება თითოეული განუმეორებელი პიროვნება ჩვენს ბაღში. ეს ჩვენი მთავარი სლოგანი და დევიზია. პატარები შეისწავლიან ზოგად უნარ-ჩვევებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, სახალისო არითმეტიკას, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას (შესაბამისი საბავშვო ლიტერატურით), ასევე იკითხება ილუსტრირებული საბავშვო ბიბლია და მოთხრობები (დიდების ჯგუფში). ტარდება ღია გაკვეთილები, ზეიმები, სპექტაკლები. 
  • სკოლის ასაკის ბავშვების მეცადინეობა მიმდინარეობს შესაბამისი განსხვავებული პროგრამით და ინდივიდუალური მიდგომით. ჩვენი აღსაზრდელები განსაკუთრებული მზაობით გამოირჩევიან სხვადასხვა წამყვან სკოლებში
  • ცეკვის წრე - ქართული, ევროპული (განმარტებით თითოეული ცეკვის წარმოშობის შესახებ)
  • ბალეტის წრე
  • მხატვრული ტანვარჯიშის წრე
  • კუნგ-ფუს წრე (საბრძოლო ხელოვნება)
  • მუსიკის წრე (ასევე ბავშვები ეცნობიან ცნობილი კომპოზიტორების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას,საკრავების სახელებს)
  • თიხის არტ-თერაპიის წრე 
  • ხატვის წრე, ძერწვა, აპლიკაცია
  • ცურვის წრე (სურვილის მიხედვით შედგება ასაკობრივი ჯგუფი 4წლიდან)
  • ტარდება თავისუფალი შემოქმედებითი გაკვეთილები
  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული 
  • ჭადრაკის წრე
  • ჩვენი ყოველდღიური მიზანია ბავშვების განვითარება სხვადასხვა დარგში მრავალფეროვანი ღონისძიებები, შეჯიბრებები, 
  • გამოფენები,გასვლითი და განტვირთვის დღეები, საბავშვო თეატრი (სპექტაკლების ნახვა…)
  • შემეცნებითი ტურები ხელოვნების დარგში
  • გამორჩეულად მოღვაწე, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების გაცნობა 
  • ექსკურსიები, გართობის დღეები სხვადასხვა ანიმაციური გმირების მონაწილეობით…
  • საბავშვო ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი, 
  • ლოგოპედი, პედიატრი; 
  • ორ კვირაში ერთხელ ბავშვები ეზიარებიან ტაძარში,მშობლების სურვილისამებრ
  • ჩვენს პატარებს ვუზრუნველვყოფთ ხარისხიანი ISO სერთიფიკატის მქონე სათამაშოებით 
  • ბაღის შენობის ობიექტები აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების და დაცვის სისტემებით

თვის საფასური: 350 - 400 ლარი.

ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
წმ.ბარბარეს სახელობის ბაგა-ბაღი “იავნანა”

მისამართი: I ფილიალი - თბილისი, საბურთალო, ლვოვის 
N29 (გაგარინის მოედანთან ახლოს).

II ფილიალი - თბილისი, საბურთალო, იყალთოს გორა N3 
(ფანასკერტელის დასაწყისში).

ტელეფონი: 2 37 05 41; 579 54 46 46
ელ-ფოსტა: iavnana62@gmail.com

Facebook: საბავშვო ბაღი იავნანა - kindergarten iavnana

ჩვენების რაოდენობა: 2337 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet