შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს ქართული ან ფრანგული სკოლა ან ორივე ერთად... იმყოფები საქართველოში სწავლობ ევროპაში!
ცენტრი: რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი „მარი ბროსეს სკოლა“
გამოქვეყნდა: 2017-10-02 ბოლო ვადა: 2017-12-02



რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში არსებობს დამოუკიდებელი სასკოლო პროგრამა „მარი ბროსეს სკოლა“ ქართული და ფრანგული სექტორებით (სკოლებით)

რითი გამოვირჩევით სხვა სკოლებისგან:

იმყოფები საქართველოში სწავლობ ევროპაში;

პირველი კლასიდან სწავლობ ინგლისურს,სწავლობ ერთ სკოლაში და ღებულობ ორი ქვეყნის დიპლომს;

მიიღებ ზუსტად ისეთივე დიპლომს როგორსაც ღებულობენ შენი თანატოლები საფრანგეთში;

მიიღებ ზუსტად ისეთივე დიპლომს როგორსაც ღებულობენ შენი თანატოლები საქართველოში;

მეცხრე კლასში ერთი თვე სწავლობ საფრანგეთში, კოლეჯში;

მეთერთმეტე კლასში სამი თვე სწავლობ საფრანგეთში,ლიცეუმში;

მეცხრე კლასის ბოლოს საფრანგეთის ევროპულ საგამოცდო ცენტრში აბარებ გამოცდებს კოლეჯის დიპლომზე „ბრევე“ brevet des Coll ges;

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების ბოლოს აბარებ ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდებს, საფრანგეთის ევროპული საგამოცდო ცენტრში „ბაკალავრეატის“ დიპლომზე Baccalaur at;

ჩვენს მასწავლებლებს სტაჟირება აქვთ გავლილი საფრანგეთში;

სკოლაში ასწავლიან ფრანგი პედაგოგები;

სკოლაში პერიოდულად მუშაობენ ფრანგი ტრენერები;

ონლაინ გაკვეთილები ფრანგ მასწავლებლებთან;

მარი ბროსეს ქართული სკოლა

  • ავტორიზირებულია რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის შემადგენლობაში;
  • ასწავლის ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის სრულ შესაბამისობაში და იძლევა სახელმწიფო ქართულ დიპლომს;
  • მოსწავლეებს წარადგენს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრში და უხსნის გზას საქართველოს უნივერსიტეტებში;
  • უცხო ენებია: ინგლისური,ფრანგული და რუსული,არასავალდებულო იტალიური,ესპანური,გერმანული,არაბული;
  • კვალიფიცირებული პედაგოგები;
  • საინტერესო გაცვლითი პროგრამები;
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებები;

მარი ბროსეს ფრანგულის სკოლა

Ecole francaise Marie brosset de Tbilissi

  • 2002 წლის ოქტომბერშია აკრედიტებული საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიერ (სარეგისტრაციო #255001R1)
  • მოსწავლეები სწავლოებ საფრანგეთის ეროვნული სასწავლო გეგმის სრული მოცულობით;
  • წარდგებიან საფრანგეთის ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში სტრასბურგსა და ნანტში;
  • მიიღებენ ფრანგულ სახელმწიფო დიპლომებს:
    „ბრევეს“ Brevet des Coll ges
    „ბაკალავრეატს“ Baccalaur at
  • ბაკალავრეატი საერთო ევროპული დიპლომია და მის მფლობელს შეუძლია გამოცდების გარეშე ისწავლოს ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში;

სწავლების ხარისხს რეგულარულად ამოწმებენ ფრანგი ინსპექტორები საფრანგეთის განათლების სამინისტროდან

კლასები მცირერიცხოვანია

სწავლება ხორციელდება ევროპული მეთოდებით: მეტი დამოუკიდებლობა,მეტი გამოცდები,მეტი გაცვლითი პროგრამები

სკოლა განეკუთვნება უცხოეთში ფრანგულად სწავლების სკანდინავიისა და აღმოსავლური ევროპის ფრანგული სკოლების ქსელს

2002 წლიდან დღემდე გაცემულია 100-ზე მეტი ქართული და 98 -ფრანგული დიპლომი

ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ ან დაამთავრეს საქართველოს და ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში

რა ვქნა თუ ფრანგული არ ვიცი?

თვქნთვის სკოლაში არსებობს უფასო ენობრივი ინდივიდუალური პროგრამები;
ტესტირების შედეგების მიხედვით დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ვასწავლით ფრანგულს;
მაღალი კლასის მოსწავლეები სწავლობენ მხოლოდ ქართული სკოლის პროგრამით და სურვილისამებრ უფასოდ სწავლობენ საკომუნიკაციო ფრანგულს. ამ გზით მათ საშვალება ეძლევათ ისწავლონ საფრანგეთის უნივერსიტეტებში;

                                            სწავლა დილის 9 -დან 17-საათამდე

საკონტაკტო ინფორმაცია:
მის: თბილისი, ფალიაშვილის 42
ტელ: 225 12 01
მობ: 599 55 00 68
ელ-ფოსტა: ecole.brosset@yahoo.fr


ჩვენების რაოდენობა: 596 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet