სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ემსახურებიან ეროვნული ღირებულების მატარებელი, განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი მოზარდების აღზრდას
ცენტრი: სკოლა-გიმნაზია ''პირველი''
გამოქვეყნდა: 2017-11-06 ბოლო ვადა: 2018-01-06



ლიცენზირებული სკოლა-გიმნაზია "პირველი" არის ოჯახი, სადაც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ. სკოლაში ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი ხელს უწყობს მათი პოზიტიური მხარის გაღრმავებას.

სწავლება სამსაფეხურიანია I-დან XII კლასის ჩათვლით, 9-დან 17 საათამდე, ორჯერადი კვებით (სადილი და სამხარი მზადდება ადგილზე), კლასზე პერსონალური აღმზრდელი - მასწავლებლით.

კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 15-ს შეადგენს.

სკოლა მოსწავლებს დილა-საღამოს მოემსახურება ტრანსპორტით.

I კლასიდან ისწავლება ინგლისური და III-დან-რუსული, VI-დან - ესპანური, მეორე საფეხურიდან იწყება მათემატიკის და ზოგადი უნარების გაძლიერებული სწავლება.

ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლას ჰყავს ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, მუშაობს ლიტერატურული, ხელოვნების, თეატრალური, ჭადრაკის, ნორჩ შემოქმედთა სექციები, ქართული ცეკვისა და სიმღერის სტუდია.მოსწავლეებს ემსახურება კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სისტემატურად ეწყობა ექსკურსიები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ. პედკოლექტივი და მოსწავლეები იყვნენ: ტაო-კლარჯეთში, კაბადოკიაში, ესპანეთსა და ეგვიპტეში...

ჩვენს დიდ ოჯახში ყველა ბედნიერია!

სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა დევიზია: ვსწავლობთ და ვასწავლით ერთმანეთს!

დირექტორი: ნინო ოქროჯანაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მის: თბილისი, არდაზიანის ქ. 8
ტელ: 295 21 34.  
მობ: 577 97 73 41
ელ-ფოსტა: school-pirveli@mail.ru

ჩვენების რაოდენობა: 781 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet