სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: აცხადებს ბავშვების მიღებას 1.5-დან 5 წლამდე
ცენტრი: საბავშვო ბაღი ''ნაბიჯ ნაბიჯ''
გამოქვეყნდა: 2017-12-11 ბოლო ვადა: 2018-02-11



საბავშვო ბაღში „ნაბიჯ-ნაბიჯ“ აღსაზრდელები დიდი მოწიწებით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით იზრდებიან და ტოვებენ მას, გარესამყაროსადმი სრულიად გახსნილები და შინაგანად თავისუფლები.

საბავშვო ბაღის მიზანი:

1) ბავშვის ყოველმხრივი და სრულყოფილი განვითარებისათვის ხელსაყრელი, ნდობით აღსავსე გარემოს შექმნა;

2) ბავშვისა და აღმზრდელის ერთობლივი საქმიანობა (მათი შინაგანი „თანამშრომლობის“ პირველი ნაბიჯები);

3) ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;

4) წარმოდგენათა განვითარების სამი საფეხურის გავლა;

5) კონცენტრაციის უნარის განვითარება;

6) სწორი მეტყველების ჩამოყალიბება;

7) სივრცეში და დროში ორიენტაციის უნარის განვითარება;

8) ფიზიკურ-მოტორული უნარების განვითარება;

9) რიტმულობის დაცვა;

10) ტოლერანტობის განვითარება;

11) სოციალურობის გამომუშავება;

საბავშვო ბაღში „ნაბიჯ-ნაბიჯ“ უპირველესი მნიშვნელობა უსაფრთხო მშობლიურ გარემოსა და სათუთ ზრუნვას ეთმობა, რაც ბავშვებს სიყვარულით აღავსებს და დაცულობის გრძნობას სძენს.

საბავშვო ბაღში აღმზრდელები ზრუნავენ დღის, კვირისა და წლის რიტმული მსვლელობის დაცვაზე და ბავშვს სივრცესა და დროში ორიენტირების უნარებსა და თავდაჯერებულობას უვითარებენ.

წლის განმავლობაში ბუნების ინტენსიური განცდით, გრძნობების გამააქტიურებელი საქმიანობითა და თავისუფალი თამაშებით ხელი ეწყობა ბავშვის მოტორული და კონცენტრაციის უნარის გავარჯიშებას.

სამეტყველო და მოძრაობითი შესაძლებლობის განვითარება ხდება რიტმული მოძრავი თამაშებით, რომელშიც ჩართულია მეტყველებითი და მუსიკალური ელემენტები.

 საბავშვო ბაღში ხდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ინტეგრაცია - ერთობლივ სააღმზრდელო ღონისძიებებსა და პროცესებში ჩართვა, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო დიფერენცირებული უნარების - ტოლერანტობის, დახმარებისა და მხარდაჭერის მზაობის განვითარებას. ყოველივე ეს კი სოციალური კომპეტენციის მოპოვების საშუალებას იძლევა.

საბავშვო ბაღი დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე აღმზრდელებითა და ძიძებით.

ბაღის პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურ გასეირნებასა სუფთა ჰაერზე, სპორტულ თამაშებს სტადიონზე, ექსკურსიებს მუზეუმებში და დასწრებას საბავშვო სპექტაკლებზე თოჯინების თეატრში.

საბავშვო ბაღი სთავაზობს თავის აღსაზრდელებს შემეგ აქტივობებს: ხელოვნება,მუსიკა,ცეკვა, ინგლისური,რუსული,თეატრალიზებული თამაშები;

საბავშვო ბაღი მუშაობს 9:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. სამჯერადი სრულფასოვანი კვებით, ჯგუფები დაკომპლექტებულია 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებით, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 12.

ბაღის პროგრამა ასევე ითვალისწინებს სასკოლო ასაკის აღსაზრდელების მომზადებას სკოლისათვის.

გვიყვარს, ვიცავთ და ვზრუნავთ !

საკონტატქო ინფორმაცია: 
მისმართი
: თბილისი, ყიფშიძის N20.
ტელეფონი:
 599 08 14 41
facebook: საბავშვო ბაღი "ნაბიჯ ნაბიჯ" Kindergarten - Step By Step

 
ჩვენების რაოდენობა: 841 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet